ყველაფერი მთვარის შესახებ

იანვარი 31, 2011 § დატოვე კომენტარი

ჩვენ ვიცით რომ ცაზე მზე არის მთავარი სხეული, რომელსაც ვხედავთ და როდესაც ის გადავა, ამ დროს ჩნდება მეორე მთავარი ობიექტი, მთვარე. მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი. ქვემოთ განვიხილავთ მთვარის პერიოდებს და ფაზებს, როდის და რატომ არის სავსე მთვარე და ახალი მთვარე. ასევე განვიხილავთ მის ეფექტს ჩვენზე, დედამიწაზე, რატომ  და როგორ იწვევს ის მიქცევას და მოქცევას. რა თქმა უნდა მზისა და მთვარის დაბნელებებს, საროს ციკლს და ასე შემდეგ.

მაშ ასე. მთვარის პერიოდი დედამიწის გარშემო არის 27.32 დღე. მაგრამ შევხედოთ სურათ 1-ს, სადაც დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო და მთვარე დედამიწის გარშემო. ვთქვათ დედამიწის პირველი მდგომარეობა იყო სურათზე მარჯვნივ. შემდეგ 27.32 დღის შემდეგ გაიარა რაღაც მანძილი და არის ზემოთ მდგომარეობაში. ამ დროს მთვარე სამყაროსთან მიმართებით იგივე პოზიციაშია, მაგრამ ჩვენ დედამიწიდან ვაკვირდებით და იმისათვის რომ ჩვენთვის მზესთან მიმართებით იყოს მთვარე ერთი და იგივე პოზიციაში, მთვარემ დამატებით რაღაც მანძილი უნდა გაიაროს. სურათზე ეს გზა ლურჯი ფერითაა აღნიშნული.

მზესთან მიმართებით მთვარის პერიოდი კი არის 29,53 დღე, ანუ 1 თვე. ეს პერიოდია სწორედ ის, რამაც განსაზღვრა ჩვენი კალენდრული თვეები.

სურათი 1

შემდეგში განვიხილოთ მთვარის ფაზები. ღამით, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ცას ვხედავთ მთვარის სხვადასხვა ფორმებს. ეს გამოწვეულია იმით რომ ის ტრიალებს დედამიწის გარშემო 1 თვის მანძილზე და მას მზე სხვადასხვანაირად ანათებს. მაგალითად, როდესაც ის დედამიწასა და მზეს შორისაა ის ახალმთვარეობისკენაა და როდესაც მაქსიმალურად შორს მზიდან ჩვენ მას მთლიანად ვხედავთ და ეს სავსემთვარეობაა.

სურათი 2

ცნობილია, რომ მიქცევას და მოქცევას იწვევს მთვარის მიზიდულობის, ანუ გრავიტაციული, ძალა. მთვარის გასწვრივ მიზიდულობის ძალა წყალს თავისკენ ექაჩება. ხოლო დედამიწის ბრუნვის გამო ეს იწვევს პერიოდულ მიმოქცევას. ასეთივე ეფექტი აქვს მზის მიზიდულობას და მზე დაახლოებით ნახევარჯერ იზიდავს წყალს ვიდრე მთვარე, ამიტომ თუ მზის და მთვარის მიერ გამოწვეული ძალები ემთხვევა ამ დრო არის მაქსიმალური წყლის მიმოქცევა და თუ ეს ძალები მართობულია მაშინ ყველაზე მცირე.

სურათი 3

იგივენაირად დედამიწაც მოქმედებს მთვარეზე და მრავალი წლის მანძილზე ეფექტი აქვს მთვარის მოყვანილობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ ჩვენ მთვარი ერთ მხარეს ვხედავთ ყოველთვის. მთვარე დედამიწის და თავის ღერძის ირგვლივ მოძრაობას ერთი და იგივე დროს ანდომებს.დედამიწის ჩრდილი იწვევს მთვარის დაბნელებას და მთვარის ჩრდილი იწვევს მზის დაბნელებას, მარტივია. როგორც სურათ 5-ზე ჩანს დედამიწას(და მთვარესაც) ორნაირი ჩრდილი აქვს: სრული და ნაწილობრივი. თუ მთვარე გაივლის ამ ჩრდილში, მაშინ მოხდება მთვარის დაბნელება. სრული დაბნელება ეწოდება, როდესაც მთვარე გაივლის დედამიწის სრულ ჩრდილში, ანუ მასზე აღარ ხვდება მზის სხივები პირდაპირად. მთვარის სრული დაბნელება გრძელდება 1 საათს და 40 წუთს. ამ დროს მთვარე მკრთალი წითელი ფერის ხდება, რაც გამოწვეულია იმ სინათლით რომელიც მზიდან ხვდება მასზე დედამიწის ატმოსფეროს გავლით. ატმოსფეროში სხივები გარდატყდება, ისე როგორც გამადიდებელ ლინზაში ან სხვა.

სურათი 5

სურათი 6

ჩვეულებრივ წელიწადში 2 ან 1 მაინც მთვარის დაბნელებაა.

სურათი 7

მთვარის სრული დაბნელებების ცხრილი

ახლა კი განვიხილოთ მზის დაბნელება. რა თქმა უნდა ეს მაშინ მოხდება, როცა მთვარე მოეფარება მზეს, ანუ დედამიწა აღმოჩნდება მთვარის ჩრდილში.

დამთხვევაა ის რომ მთვარე და მზე დედამიწიდან ერთნაირი დიამეტრისანი მოჩანან, დაახლოებით 0,5 გრადუსი. ეს კი იმის საშუალებას იძლევა რომ მთვარემ ზუსტად დაფაროს მზე, რაც სანახაობისთვის საკმაოდ ლამაზია.

სურათზე ჩანს მზის კორონა

მზიდის ატმოსფერო

ბრილიანტის ბეჭდის ეფექტი

რა თქმა უნდა მთვარის ჩრდილი სრულად ვერ ფარავს დედამიწას და მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრიან ზოლად გასდევს დედამიწის ზედაპირს.თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გაიგოთ როდის იქნება მზის დაბნელება და რა ადგილებში.

ნასას მზის დაბნელებების რუკა

მთვარის ორბიტა ეკლიპტიკიდან,დედამიწის ორბიტიდან, დაახლოებით 5 გრადუსით გადახრილია. ანუ საჭიროა რაღაც მომენტი როდესაც მოხდება მთვარის, ან მზის დაბნელება. ამის გამო სამყაროსთან მიმართებაში დაბნელებები ერთი და იმავე ადგილას არ ხდება. მაგრამ ეს დაბნელებები მეორდება ყოველ 18 წელიწადს, 11 დღესა და 8 საათსი. ამას ეწოდება საროს ციკლი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ შემდგომი დაბნელებები.

Where Am I?

You are currently browsing entries tagged with მთვარე at UchUniversity.