ელექტრული პოტენციალი| ძაბვა

მაისი 15, 2017 § დატოვე კომენტარი

ძაბვა ალბათ გსმენიათ ბევრს. მაგალითად ჩვენს სახლებში მოდის 220 ვოლტი ძაბვა, მანქანის აკუმულიატორს აქვს 12 ვოლტი ძაბვა და ა.შ. ახლა სწორედ მაგ ძაბვას ვისწავლით. შემდეგ გაკვეთილებში მივალთ ელექტროობის ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, დენზე და ძაბვის ცოდნა აუცილებლად დაგვჭირდება მის გასაგებად.
ასევე, მნიშვნელოვანია განსხვავების გაგება ელექტრულ პოტენციურ ენერგიასა და პოტენციალს(ძაბვას) შორის.
თუ ბუშტს თმაზე იხახუნებთ მასზე თმიდან გადავა ელექტრონები და ის უარყოფითად დაიმუხტება. ამის შედეგად ბუშტი შეიძლება რამოდენიმე ათას ვოლტამდეც კი დაიმუხტოს. მაგრამ რატომ ვერ ვგრძობთ ამხელა დენს და რატომ ვგრძნობთ მისი განმუხტვისას პატარა ნაპერწკალს, ან საერთოდ არაფერს? ეს იმიტომ რომ მისი განმუხტვისას, ანუ როდესაც ელექტრონები გადავლენ სხვა სხეულზე, მუხტის გადასვლის სიძლიერე დამოკიდებულია მის სიდიდეზე. კონკრეტულ ძაბვაზე რაც მეტი მუხტი გადავა ერთი ადგილიდან მეორეზე მით მეტი იქნება ენერგიის გადასვლაც. ანუ, ჩვენს მგრძნობელობის ენაზე, ჩვენ აღვიქვამთ არა ძაბვას არამედ ენერგიას.   1 კულონი მუხტი რომ იყოს ბურთზე, ეს ათასობით ჯოული ენერგიის ტოლი იქნებოდა, რაც ძალიან დიდი ენერგიაა, მაგრამ სინამდვილეში გაზომვებით დგინდება რომ ჩვეულებრივ მილიონობით ნაკლები მუხტი გადადის თმიდან ბუშტზე და შესაბამისად ენერგიაც ამდენჯერვე ნაკლები აქვს ამ მუხტს. ერთი მემილიონედი ელექტრული ენერგია კი ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ მავთულებში, რომლებითაც ჩვენს სახლამდე 220 ვოლტი აღწევს, ძალიან დიდი რაოდენობით მუხტია და მასზე ხელის დადება სასიკვდილოა რადგან ეს დიდი რაოდენობის მუხტი გადმოდის ჩვენზე. უკეთ ამ მოვლენებს გაიგებთ შესაბამისი ფორმულების სწავლის შემდეგ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading ელექტრული პოტენციალი| ძაბვა at UchUniversity.

meta

%d bloggers like this: