ფიზიკის ” პრეტესტი ” -ის ამოხნები

აპრილი 2, 2011 § 67 Comments

გთავაზობთ ფიზიკის ამოცანების ამოხსნას, რომელიც დღეს ვნახე naec.ge-ზე და რომელიც 2011 წლის სკოლის საატესტატო გამოცდებისთვისაა.

მინდა გითხრათ რომ ყველა ამოცანა საკმაოდ მარტივია და მაქსიმალურ ქულას ყველა აიღებს 1 თვე რომ მაინც იმეცადინოს ამ ამოცანებზე.

თუმცა არ ვიცი აქ რამდენად კარგად დავწერ ახნებს, მაგრამ  ვეცდები ყველა ამოცანის ამოხნა ისეთი იყოს, რომ მსგავსი ამოცანების ამოხნაც კი შეძლოთ :)

მაშ ასე:

  • 35 კგ მასის ბიჭი ზის ველოსიპედზე, რომლის მასაა 5 კგ და მოძრაობს 2 მ/წმ სიჩქარით. რამდენი ჯოულით მეტია ბიჭის კინეტიკური ენერგია ველოსიპედის კინეტიკურ ენერგიაზე?

40 ჯ–ით

60 ჯ–ით

80 ჯ–ით

120 ჯ–ით

კინეტიკური ენერგია აქვს მოძრავ სხეულებს და გამოითვლება ფორმულით K=mvv/2 სადაც m არის მასა, v სიჩქარე.    (vv-ს ვწერ v კვადრატში-ს ნაცვლად)

K(ბიჭის)=(35) (2) (2) / 2 =70 ჯოული

K(ველოსიპედის)=(5) (2) (2) / 2 =10 ჯოული

ესე იგი 60 ჯოულით მეტია..

თუ ჩვენი სისტემა იქნებოდა ორივე ერთად მაშინ M მასა იქნებოდა 40 კგ ანუ ორივესი ერთად. და ორივეს კინეტიკური ენერგია K=(40)(2)(2)/2=80 ჯოული

  • ბავშვმა გაიარა 60 მ აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი – 80 მ სამხრეთის მიმართულებით. ამ დროს ბავშვის  გადაადგილების მოდულია:

20 მ

70 მ

100 მ

140 მ

გადაადგილება ეს არის საბოლოო პოზიციას გამოკლებული საწყისი.

გადაადგილება ხდება სიბრტყეზე და ეს ბავშვი, არ ვიცით რატომ, მაგრამ ჯერ მიდის რაღაც მიმართულებით 60 მეტრს და შემდეგ მართობულად 80 მეტრს.

მთავარი იდეა სწორედ ესაა რომ გამოგვივა მართკუთხა სამკუთხედი სადაც კათეტებია 60 და 80 და გვაინტერესებს ჰიპოტენუზა. შემდეგ პითაგორას თეორემით გაიგებთ ჰიპოტენუზას და მიიღებთ 100-ს და თქვენ 2 ქულა უკვე გაქვთ ;)

  • რომელი ქვემოთმოყვანილი ნახაზი გადმოსცემს სწორად თავისუფლად ვარდნილი სხეულის დედამიწიდან სიმაღლის  დამოკიდებულებას მის V სიჩქარეზე?

1

2

3

კითხვაში მოცემული ნახაზები არ არის აქ, მაგრამ სწორი რაღაც ამდაგვარი იყო.

ანუ სიმაღლე იკლებს სიჩქარე იმატებს. სწორედ ეს ჩანს ამ hv გრაფიკზე. მსგავსი გრაფიკი იყო ოღონდ წრფივი და ის არასწორია, იმიტომ რომ დედამიწის F გრავიტაციული ძალა ააჩქარებს ამ ჩვენ სხეულს და სიჩქარე იზრდება ჩამოვარდნისას

  • ელექტრული დენი ეწოდება

დამუხტული ნაწილაკების ნებისმიერ მოძრაობას.

ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.

მხოლოდ ელექტრონების მიმართულ მოძრაობას.

დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.

  • მუშამ 60 კგ მასის ტვირთი 10 წთ–ში აიტანა 15 მ სიმაღლეზე. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა მუშამ ამ დროს?

1,5 ვტ

15 ვტ

150 ვტ

900 ვტ

სიმძლავრე გამოითვლება ფორმულით     P(power)=W/t სადაც t (time) არის დრო და W (work) მუშაობა. ასევე, უნდა იცოდეთ მუშაობა გამოითვლება ძალისა და გადაადგილების ნამრავლით W=(F)(d)

ახლა დავიწყოთ ამოხნსა. P-ს გამოსათვლელად დრო ვიცით W არა, ამიტომ გავიგოთ ჯერ W მუშაობა რას უდრის. მაგრამ არც F ძალა ვიცით თუმცა გეტყვით ეს არის იგივე წონა F=mg=(60)(9,8)=588 ნიუტონი

W=(588)(15)=8820 ჯოული

ეხლა P=8820/(10)(60)= 14,7 ვატი    ~   15 ვატი

  • სხეული გაათბეს  100ºC–ით. ტემპერატურის ნაზრდი კელვინებში არის:

-173 K

100 K

273 K

373 K

კელვინები  და ცელსიუსების დანაყოფები ერთი და იგივეა.

  • ორი ტოლი სიდიდის ელექტრული წინაღობა ერთხელ შეაერთეს მიმდევრობით, ხოლო მეორეჯერ – პარალელურად. რისი ტოლია Rმიმდ/Rპარ ფარდობა?

1/4

1/2

2

4

ვთქვათ ეს წინაღობები ტოლია 1-ის. მიმდევრობით შეერთებისას იკრიბება და არის 2. პარალელური შეერთებისას ნაწილდება ორივეზე და სრული R გამოდის 0,5.

2/0,5=4

  • ქვა აისროლეს ვერტიკალურად ზევით. როგორია   მისი აჩქარება ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში? (ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით)

ნულის ტოლია

g/2, მიმართულია ქვევით

g, მიმართულია ქვევით

g, მიმართულია ზევით

დაიმახსოვრეთ, რომ დედამიწიდან ასვლა ჩასვლისას ყოველთვის მოქმედებს ყველაფერზე g=9,8 მ/წმ^2 აჩქარება და მიმართულია ქვევით, დედამიწის ცენტრისკენ.

ამ კითხვაში დამაბნეველია ის რომ უმაღლეს წერტილში ჩერდება სხეული და ყველა პირველ პასუხს შემოხაზავდა მაგრამ სიჩქარეს სწორედ ეს უარყოფითი აჩქარება ანულებს და შემდეგ ‘აუარყოფითებს’

  • თოკის გაჭიმვისას მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა, რომელზეც იგი ჯერ კიდევ არ წყდება,  არის 400ნ. თოკზე რიგრიგობით უმატებენ 4 კგ-იან საწონებს. მერამდენე საწონის ჩამოკიდების შემდეგ გაწყდება თოკი?

მე–10

მე–11

მე–100

101–ე

4 კგ ნივთს რომ კიდებენ თოკზე, ამ დროს ეს ნივთი ქვემოთ ექაჩება რაღაც F ძალით. მაგალითად 4 კგ ნივთი ექაჩება F=39,2 ნიუტონი ძალით.

ეს გამოვითვალე იქიდან რომ სხეულის წონა ტოლია მასის აჩქარებაზე ნამრავლის, ანუ ნიუტონის მეორე კანონი. F=ma სადაც a=g=9,8.

ესე იგი 4კგ მოქმედებს 39,2 ნიუტონით. ახლა უბრალოდ შემთხვევით გავამრავლოთ ეს 10-ზე და მივიებთ 392. ესე იგი, 10  4კგ-იანი საწონი მოქმედებს 392 ნიუტონი ძალით.

და მეთერთმეტეს თუ დავუმატებთ ეს ძალა გახდება 400-ზე მეტი ესე იგი თოკი ვეღარ გაუძლებს.

  • რომელია უფრო ინერტული?

100 კგ მასის მქონე მოჭიდავე, რომელიც წევს ტატამზე.<<<

75 კგ მასის სპრინტერი,  რომელიც გარბის  10 მ/წმ სიჩქარით.

60 კგ მასის მქონე ჭოკით მხტომელი, რომელიც გარბის 5 მ/წმ სიჩქარით.

60 კგ მასის მქონე სიგრძეზე მხტომელი, რომელიც გარბის 7,5 მ/წმ სიჩქარით.

საერთოდ, იცოდეთ რომ მასა არის ინერტულობის საზომი. რაც იმას ნიშნავს რომ რაც უფრო ნაკლები გაქვთ მასა ქარმა რო დაგიბეროთ უფრო ადვილად გადაგაგდებთ და იქნებით ნაკლებად ინერტული. მეტად ინერტული მეტი მასა.

მასა პროპორციულია ინერტულობის ასე რომ უფრო ინერტული პირველია, რადგან ყველაზე დიდი მასა აქვს. 60 კგ მასის 7.5 მ/წმ-ით მოძრავი კი ყველაზე ნაკლებად ინერტულია.

  • სხეულმა 15 ºC–ით გაცივებისას გასცა 900 ჯ სითბოს რაოდენობა. სითბოს რა რაოდენობას გასცემს ეს სხეული 45 ºC –ით გაცივებისას?

20 ჯ

60 ჯ

300 ჯ

2700 ჯ

ეს უბრალოდ მათემატიკაა.

15-ით გაცივებისას 900 ჯ სითბოს კარგავს.

მაშინ 30-ით გაცივებისას 900+900=1800 ჯ-ს დაკარგავს

და 45-ის შემთხვევაში 900+900+900=2700 ჯ

  • მოცემულია სამი სხეული. პირველის სიმკვრივეა 1,1 კგ/მ3, მეორის – 1,3 კგ/მ3, მესამის – 1,5 კგ/მ3 . რომელი მათგანი ჩაიძირება სითხეში, რომლის სიმკვრივეა 1,4 კგ/მ3?

არცერთი

მხოლოდ პირველი და მეორე

მხოლოდ  მესამე

სამივე

წყალში ჩაიძირება ის რომლის სიმკვრივეც მეტია წყლის სიმკვრივეზე.

თუ ტოლია გაჩერდება  იქ სადაც მოვათავსებთ.

და იტივტივებს თუ ნაკლებია.

  • რომელი ფორმულაა მცდარი დენის P სიმძლავრისათვის?

P=U^2/R

P=IU

P=I^2U

P=I^2R

აქ ეშმაკობა რითაც შეგიძლიათ გარტყმის ალბათობა გაზარდოთ ისაა რომ სწორი პასუხი მე-2 ან მე-3-ეა. იმიტომ რომ ერთდროულად სწორი I გამრავლებული U ზე და I კვადრატში გამრავლებული U-ზე ერთი და იგივე ფორმულა ვერ იქნება.

წარმატებებს გისურვებთ ;)

Tagged: , , , , ,

§ 67 Responses to ფიზიკის ” პრეტესტი ” -ის ამოხნები

  • stary,stary night... ამბობს:

    gagaxarebs gmerti, es ki cotaa da meti iyo, magram mainc kaia:)
    ara dzalian kargia:)

  • stary,stary night... ამბობს:

    ar ginda igive matematikazec dado? testebs me mogawvdi:)

  • uchuniversity ამბობს:

    ki vapirebdi da werilobiti saxisas tu momcem daglocav :-)

  • stary,stary night... ამბობს:

    http://natia121.wordpress.com/2011/04/04/773/
    ai gadmowerewe matematika, mgoni problema ar unda iyo, xoda tu ver gadmowere mashin vnaxav kide sxva gzas, albat:)

  • levani ამბობს:

    Gaixareeeeeeeeeeetttttttttt da qimiasac tu dadebt an bilogias dzalian dagvavalebtttt :):):):):):):):) magariaaaaa

  • levani ამბობს:

    es im adamianis shedgenilia visac martla shestkiva bavshvebze guli :)

  • levani ამბობს:

    ukve gadavakopire :D

  • uchuniversity ამბობს:

    ritac shemidzlia gexmarebit :-)

  • stary,stary night... ამბობს:

    მე კი ვაბარებ ჯააახიშვილის საბუნებისმეტყველოზე, მაგრამ ფიზიკისგან მაინც შორს ვარ:)

    • uchuniversity ამბობს:

      რომელი განხრა გაინტერესებს? :)) საბუნებისმეტყველოზე ჩაბარება უკვე დასაფასებელია

      • stary,stary night... ამბობს:

        მე ბიოლოგიას ვაბარებ და შესაბამისად ბიოტექნოლოგიები და ასეთი რამეები მინდა, თუმცა საერთოდ სამედიცინოზი მინდოდა, მაგრამ ხომ გესმის პროცენტული დაფინანსება არ აქვს, მერე თორმეტი წელია და ა. შ თან მგონი არც ეს უნდა იყოს ცუდი :დ

      • uchuniversity ამბობს:

        ჰოო მესმის. წელს აბარებ ალბათ და 100% გრანტს გისურვებ :)) :დ

  • stary,stary night... ამბობს:

    ისე საატესტატოსთვის ბავშვებს ხომ არ ამზადებ? (იაფად)

    • uchuniversity ამბობს:

      უფასოდ ვამზადებ ნათესავებს, მეგობრის მეგობრებს და ა.შ :) სერიოზულად რომ დავიწყო მერე ბევრს უნდა და ამდენი დრო არ მაქვს, მეც ბევრი სასწავლი მაქ უნიში :)

  • levani ამბობს:

    me biologia miwirs dzzz anatomia ar vici da :| ise matematikashi bolo 4 welia vemzadebi da fizikashic ragac gamegeboda magram rac es vnaxe 2_jer ufro met amocanas vxsni dzaan damexmara. ise javaxishvilshi ekonomikurze vabareb :)

  • levani ამბობს:

    წყალში მოტივტივე ერთგვაროვანი სხეული ჩაძირულია თავისი მოცულობის 3 / 5 – ით. იპოვეთ სხეულის მასალის სიმკვრივე.
    1.400 კგ/მ3
    2.500 კგ/მ3
    3.600 კგ/მ3 <<<
    4.800 კგ/მ3

    albat imitomaa es pasuxi rom 2/5 mxolod 600 aklia da 600 /3 = 200 5*200=1000 amitomaa es pasuxi??? egre vivaraude da

  • levani ამბობს:

    ორ ერთნაირ ლითონის ბურთულას აქვს: პირველს (+10) მკკ, ხოლო მეორეს (–6) მკკ მუხტი. რა მუხტი ექნება თითოეულ მათგანს მას შემდეგ, რაც ბურთულებს შეახებენ და კვლავ დააშორებენ ერთმანეთს?

    პირველს (+10) მკკ; მეორეს (–6) მკკ
    პირველს (–6) მკკ; მეორეს (+10) მკკ
    პირველს (+4) მკკ; მეორეს 0 მკკ
    პირველს (+2) მკკ; მეორეს (+2) მკკ

    an es ra jandabaa :| shekribav arasworia gamoakleb arasworia :D ise 1-2 kitxvas davdeb xolme da tu dagvexmarebi dzaan dagvavaleb :):):)

    • levani ამბობს:

      მოდი მეც ქართული შრიფტით დავწერ. ალბად იმიტომაა ეს პასუხი რომ, +10-(+6)=+4 და ეს იყოფა ორ ლითონის ბურთულაზე
      ამიტომ პასუხია : პირველს (+2) მკკ; მეორეს (+2) მკკ

      • uchuniversity ამბობს:

        სწორი ხარ ბოლოა პასუხი :)მაგრამ დარწმუნებით რომ ამოხსნა: შეხების დროს მუხტების ცვლა მიმდინარეობს რის შედეგადაც წონასწორდებიან. +4 რომ ქონდეს ერთს და -4 მეორეს რომ შეახებ ორიეს გაუხდებათ 0 მუხტი

  • levani ამბობს:

    es kaia wyils simkvrive rom 1000 aris ar vicodi :D:D:D

    ცილინდრულ ჭურჭელში, რომლის სიმაღლეა 60 სმ, სამ მეოთხედზე ჩაასხეს წყალი. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის კედელზე წერტილში, რომელიც დაშორებულია ფსკერიდან 5 სმ–ით (ატმოსფერული წნევა უგულებელყავით). წყლის სიმკვრივეა 1000 კგ/მ3.

    800 ნ/მ2
    1200 ნ/მ2
    4000 ნ/მ2 <<<<
    5500 ნ/მ2

    ??? ratom 60 is 3/4 ki 45 ia (rame formula unda qones amas ise ra ar gavamravle magram 45 dan 400 ze ver movxvdi :D)

  • stary,stary night... ამბობს:

    ეგ მაინც ამოვხსენი, 3/4 ხოა 45, ხოდა 5სმ–ით დაშორებულზე ხო ვეძებთ,(ფსკერიდან) ხოდა წნევა ხომ ზემოდან ქვევით იზომება, აქედან გამომდეინა 5–იდან ზევით რჩება 40სმ, სადაც წყალი ასხია, ხოდა ფორმულაა ასეთი წნევა=სიმკვრივა*სიმაღლე*g(მუდმივი რომაა), ხოდა ჩასვი 1000*10*0,4(იმიტომ რომ ორმოცი სანტიმეტრებშია და მეტრებში გვინდა)=4000
    აბა სწორია?:დ

  • levani ამბობს:

    (შესწორება) რომელია უფრო ინერტული?
    ამ კითხვაზე არასწორად გაქვს პასუხი გაცემული ნაეც.გე ზე 100კგ ტატამზე დაგდებული არის პასუხი :| და გაასწორე რა :)

  • Mar ამბობს:

    დიდი მადლობა> ძაან დამეხმარე. თხოვნა მაქ. ეს ამოცანა როგორ ამოვხსნა?.
    ნახატზე ნაჩვენებია წყლიანი მენზურა მასში სხეულის ჩაშვებამდე და ჩაშვების შემდეგ. რისი ტოლია სხეულის სიმკვრივე, თუ მისი მასაა 42 გ?

  • Mar ამბობს:

    სინათლის 1 სხივი ეცემა ორი სითხის საზღვარს (იხ. ნახ.). პირველი სითხის გარდატეხის მაჩვენებელი მეორე სითხის გარდატეხის მაჩვენებელზე ნაკლებია. რომელი სხივი გამოსახავს სწორად მეორე სითხეში გადასულ სინათლეს?
    წინასწარ დიდი მადლობა. ან უბრალოდ მითითება მომეცი

    • uchuniversity ამბობს:

      ნახატის ნახვაა აუცილებელი აქ მაგრამ სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი უფრო მეტია თუ მეტად მკვრივი გარემოა. ეს იმას ნიშნავს რომ მეორე სითხეში, დაცემის წერტილში აღმართულ მართობთან უფრო ახლოს მივა გარდატეხილი სხივი. და დანარჩენი ნახატზეა დამოკიდებული როგორ არი

      • Mar ამბობს:

        დიდი მადლობა. გაიხარეთ. თუ არ შეწუხდებით რამოდენიმე ამოცანას კიდევ მოგწერთ, წინასწარ დიდი მადლობა.

  • levani ამბობს:

    აუ ბიოლოგიის ტესტი ვინ ნახა რა უაზრობაააააააააა :@:@:@ რაგაც უცნობი ტერმინებია სულ შემოტანილი და ვერ ვიგებ :|

  • levani(zedela) ამბობს:

    ტესტების დადება მორცჩა ისე ხო? არადა მე ყველა მაქვს ვისაც უნდა მომწეროს და skype_ში მივცემ (levaniii50)

  • Mar ამბობს:

    ცნობილია, რომ F1 და F2 ჰომოთეტიური ფიგურებია კოეფიციენტით . მაშინ მათი პერიმეტრების შეფარდებაა

  • Mar ამბობს:

    ქვემოთ ჩამოთვლილი გამოსახულებებიდან რომელია ლუწი, m თუ რიცხვი კენტია, ხოლო n რიცხვი კი ლუწი?

  • Mar ამბობს:

    კამათლის 10–ჯერ გაგორების შედეგად რიცხვი 6 მოვიდა 5–ჯერ. იპოვეთ რიცხვი 6–ის მოსვლის ფარდობითი სიხშირე.

    • uchuniversity ამბობს:

      5 უნდა გაყო 10-ზე და სიხშირე = 0.5 რამის ფარდობითი სიხშირე უდრის მისი რაოდენობა გაყოფილი მთელ შესაძლო რაოდენობაზე.

  • Mar ამბობს:

    წრედის უბანზე მიმდევრობით შეერთებულია 4 ომისა და 8 ომი წინაღობის მქონე ორი გამტარი. უბანზე მოდებულია 24 ვ ძაბვა. იპოვეთ ძაბვა 8 ომი წინაღობის მქონე გამტარზე.

  • Mar ამბობს:

    ვერტიკალურად ზევით ასროლილი m მასის სხეულის მაქსიმალური ასვლის სიმაღლეა h. რისი ტოლია მისი კინეტიკური ენერგია 3 h/4 სიმაღლეზე?

  • Mar ამბობს:

    ჰორიზონტალურ ზედაპირზე უხახუნოდ მიგორავს ურიკა, რომელზედაც დგას ბიჭი. ბიჭი ურიკიდან უკან გადახტა. ურიკის სიჩქარე გაიზრდება, დარჩება იგივე თუ შემცირდება ამის შედეგად?

    • uchuniversity ამბობს:

      გაიზრდება. ეს ფიზიკის გარეშე ინტუიციურადაც შეიძლება მიხვდეთ თუ დაფიქრდებით :) ისე იმპულსის შენახვის კანონიდან გამომდინარეა ეგრე, რომელზეც არის აქ გაკვეთილი ფიზიკის ფუნდამენტებში და ზუსტად მსგავსი ამოცანაცაა ამოხსნილი

  • Mar ამბობს:

    ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის – 3m. რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულის სიჩქარეების ფარდობა დედამიწის ზედაპირთან?

  • Mar ამბობს:

    წყალში მოტივტივე ერთგვაროვანი სხეული ჩაძირულია თავისი მოცულობის 3 / 5 – ით. იპოვეთ სხეულის მასალის სიმკვრივე.

  • Mar ამბობს:

    ზიარჭურჭლის ფართო მუხლის ფართობი ორჯერ მეტია ვიწრო მუხლის ფართობზე. თუ გარეშე ძალის ზემოქმედებით ვიწრო მუხლში სითხემ აიწია 30 სმ-ით, რამდენით დაიწევს ფართო მუხლში?

    • uchuniversity ამბობს:

      ეს სითხეების ფიზიკიდანაა კერძოდ პასკალის პრინციპი. საინტერესო ამოცანაა… მოკლედ რაღაც გამოყვანების შემდეგ ასეთი ფორმულაა A1h1=A2h2 ანუ პირველის ფართობი გამრავლებული პირველის გადაადგილებაზე ტოლია მეორის ფართობი გამრავლებული მეორის გადაადგილებაზე. ახლა ჩასვი და გაიგე h2. ფართობი რითაც გინდა აღნიშნე შეიკვეცება და h2 = 30/2=15სმ

  • Mar ამბობს:

    ბრტყელ სარკეში საგნის გამოსახულება არის:
    • ნამდვილი და იგივე ზომის
    • ნამდვილი და შემცირებული
    • წარმოსახვითი და გადიდებული
    • წარმოსახვითი და იგივე ზომის >>>>>>

    • levani(zedela) ამბობს:

      magas ra amoxsna unda egrea da egaa ra :D mec eg shemovxaze da swori iyo imitom rom sworia :D

      • uchuniversity ამბობს:

        ბრტყელ სარკეში ალბათ ჩაგიხედავს და იცი რომ არ ადიდებს თუ “მოღუნული” არ არის, ანუ სფერული სარკე, ესე იგი იგივე ზომისაა.
        წარმოსახვითი კი იმიტომაა რომ სარკეში მის უკან ხედავ საგანს სინამდვილეში კი იქ არაა

      • levani(zedela) ამბობს:

        xo me shens bolo siaxles vuyure exla sarkis sinatlis arekvlas da kargadtaa dz axsnili :)

  • Mar ამბობს:

    ნახაზზე გამოსახულ წრედში 2 ომი წინაღობის გამტარში დენის ძალის შეფარდება 6 ომი წინაღობის გამტარში დენის ძალასთან ტოლია:

  • Mar ამბობს:

    უძრავი მანქანა იწყებს წრფივ მოძრაობას 2 მ/წმ2 აჩქარებით. რა დროში გაივლის იგი 36 მ–ს?

  • Mar ამბობს:

    ძაან თუ არ შეწუხდებით, იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ. წინასწარ უღრმესი მადლობა. ძალიან გთხოვთ თავხედად და ნაგლად არ ჩამთვაოთ. თქვენს ამოხსნილებს უფრო კარგად ვიგებ, ვიდრეე…..

  • levani(zedela) ამბობს:

    au erti am yvelafers movrche da chavabaro da agar minda 100% 70% iyos ogond an javaxishvili an GPI minda meti ara :| eg 2 UnI mevaseba

  • levani(zedela) ამბობს:

    xvalidan mewyeba Pretestebiiiiiiiiiiiiiiiii da yoveldge 10 st ze meqneba dz mainteresebs fizikashi ras vigeb (da aq mosulma sazogadoebam tqva rom sul 40 kitxvaa aqedan barieri 15 o :@:@:@ es kide daaxloebit 37,5% ia :S vitom gadascdeba xalxi am zgvars????? biologiiiisss meshiniaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

  • mar ამბობს:

    ra saintereso iko aq shemosvla da ra gchirt? rato ar aqtiurobt?

  • temuka ამბობს:

    დიდი მადლობა. ყველაფერი გავიიგე ^^
    ამ ამოცანის ამოხსნა მინდა:
    განსაზღვრეთ დენის წყაროს ემ ძალა და შიგა წინაღობა, თუ 4 ომი გარეწინაღობისას წრედში გადის 0,3ა დენი, ხოლო 7 ომი წინაღობისას 0,2ა :))

  • nino ამბობს:

    pizikis pretestebis sruli varinati makvs pdf formatshi da sad sheidzleba gamogigzavnot? iqneb dagvexmarot mat amoxsnashic :)

  • temuka ამბობს:

    nino

    აქ ატვირთე http://mydisk.ge/ :)

  • temuka ამბობს:

    nino

    dzalian didi madloba :))
    ratom agar aqtiurobt? :(

  • gio ამბობს:

    რომელია უფრო ინერტული?

    100 კგ მასის მქონე მოჭიდავე, რომელიც წევს ტატამზე.<<<

    75 კგ მასის სპრინტერი, რომელიც გარბის 10 მ/წმ სიჩქარით.

    60 კგ მასის მქონე ჭოკით მხტომელი, რომელიც გარბის 5 მ/წმ სიჩქარით.

    INTERTULOBA ARIS SXEULIS MDGOMAREOBIS SHENARCHUNEBA. ANU PASUXIA 1 RADGAN MOCHIDAVE ROMELIC 100 KILO GRAMIA DA WEVS TATAMZE UFRO SHEINARCHUNEBS MDGOMAREOBAS VIDRE DANARCHENI SXVA

    ISE SXVA SHECDOMEBIC VNAXE AMOXSNEBSHI. DA DAVWER TU GINDAT

  • IceContinent.TK ამბობს:

    :d kai iyo :) IceContinent.TK shemot aq :D xo ise kai amoxsnebia momewona :) mara cota vinc dafiqrdeba tavisitac amoxsnis :d

  • IceContinent.TK ამბობს:

    საესტრადო კონცერტის დროს გიტარის მიერ გამოცემულ ბგერით ტალღებს გააჩნიათ ერთი და იგივე:
    ამპლიტუდა
    ტალღის სიგრძე
    სიხშირე
    სიჩქარე

  • IceContinent.TK ამბობს:

    aba esec miushvit gijeboo :d

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading ფიზიკის ” პრეტესტი ” -ის ამოხნები at UchUniversity.

meta

%d bloggers like this: