ცა

იანვარი 30, 2011 § დატოვე კომენტარი

დავიწყოთ თანავარსკვლავედებით. ანტიკურ ხანაში,ცაზე, პირველ რიგში თანავარსკვლავედები შეამჩნიეს და აღწერეს,რაც დაკავშირებული იყო მხოლოდ ყველაზე კაშკაშა ვასკვლავებთან, რომლებიც აღწერდნენ მითოლოგიურ პერსონაჟებს.

დღესდღეისობით თანავარსკვლავედები არის დიდი სიზუსტით აღწერილი რეგიონები ცაზე. ვიცით მათი მოძრაობის ტრაექტორია და ცნობილია მათში შემავალი ვარსკვლავებიც.უნდა ვიცოდეთ, რომ თანავარსკვლავედებში შემავალი ვარსკვლავები რომ ერთმანეთთან ახლოს არიან,მხოლოდ მოჩვენებითია. მაგალითად ქვემოთ მოცემულ მე-3 სურათზე ჩანს რომ დედამიწიდან შეიძლება ზოგი ვარსკვლავი ძალიან შორს, ზოგი კი- ახლოსაა, მაგრამ ისინი ჩანან თითქოს ერთად იყვნენ. ეს ყველა ვარსკვლავს ეხება, რომელსაც ვხედავთ ცაზე და შეიძლება უფრო კაშკაშა ვარსკვლავი უფრო შორს იყოს, ანუ სიკაშკაშე ნიშნავს სიახლოვეს არ არის სწორი. ვარსკვალვების აღნიშვნისას იყენებენ ბერძნულ სოებს(a, b, g), მათი სიკაშკაშის მიხედვით.

ვარსკვალვების სიკაშკაშის აღსანიშნავად იყენებენ ასეთ აღნისვნებს: პირველი სიდიდის,მეორე სიდიდის და ასე შემდეგ. მე-6 სიდიდის შემდგომ ვარსკვლავებს უკვე შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ.

სიკაშკაშის სიდიდე შეიძლება მინუს ნიშნებშიც კი გადავიდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სკალა ასახავს ჩვენგან,დედამიწიდან, ცაზე დანახული სხეულის სიკაშკაშეს და არა ნამდვილს. მაგალითად ამ სკალაზე მზე უფრო მარცხენა მხარესაა და შესაბამისად უფრო ნათელი ვიდრე ვარსკვლავი სირიუსი, მაგრამ ერთი და იგივე სიშორიდან სირიუსი ბევრად უფრო კაშკაშა ვარსკვლავია. ასევე გეტყვით, რომ სირიუსი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ცაზე.

დედამიწა ბრუნავს ღერძის გარშემო და ამის გამო ცაზე ბრუნავენ ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები და სხვა. დედამიწის ეკვატორის სიბრტყეს ეწოდება ციური ეკვატორი. წარმოიდგინეთ, თუ ეკვატორზე დგახართ, მაშინ თქვენი ზენიტი ემთხვევა ციურ ეკვატორს და ამის გამო ვარსკვლავს თუ უყურებთ თქვენ ზემოთ ის ზუსტად თქვენ მოგყვებათ.

სურათი 5

სურათი 5

სურათ 6-ზე ჩანს ვარსკვლავების წრიული მოძრაობა თუ გავიხედავთ ჩრდილოეთით.

სურათი 6

სურათი 6

ახლა შევხედოთ სურათ 7-ს და 8-ს. ვხედავთ თუ როგორ იქცევა ბზრიალა დედამიწის გრავიტაციის გამო. ის ბრუნავს ღერძის გარშემო და ასევე თავისი ღერძი ბრუნავს რასაც ეწოდება პრეცესია. იგივე მოსდის დედამიწას მზის გრავიტაციის გამო.

სურათი 7

პრეცესიის პერიოდი დედამიწისთვის არის 26,000 წელიწადი. ანუ თუ ჩრდილოეთის ვიყურებით და ვხედავთ რაღაც ობიექტს, ის ნელ-ნელა იცვლება 26,000 წელიწადში ერთხელ.

 

სურათი 8

სწორედ ასეთი მოძრაობის გამო იცვლება თანავარსკვლავედის მდებარეობა 26,000 წელიწადში ერთხელ, რომელსაც ქვემოთ სურათზე ვხედავთ.წითელი ზოლი ის ტრაექტორიაა,რომელსაც დედამიწის ღერძი შემოწერს ციურ სფეროზე.

დაახლოებით 2100 წელს ეს თანავარსკვალვედი ყველაზე ახლოს იქნება ცის ჩრდილოეთ პოლუსთან.  რა თქმა უნდა განსაკუთრებული რამ ამ დრო არ მოხდება.:) დიდად არც სიკაშკაშე იცვლება,არც  სიახლოვე დედამიწასთან. დაახლოებით 12,000 წლის მანძილზე ჩრდილოეთით თუ გავიხედავთ, პოლუსი ყველაზე ახლოს იქნება ვარკვლავ ვეგა-სთან ლირას თანავარსკვლავედში .დედამიწის თავისი ღერძის გარშემო ტრიალი იწვევს ჩვენთვის კარგად ნაცნობ დღეღამის ცვლილებას. ასევე დედამიწა დაახლოებით 23,5 გრადუსითაა გადახრილი მზის სისტემის სიბრტყიდან, დედამიწის ორბიტიდან, რაც მოქმედებს სეზონებზე. ჩვენი 4 სეზონი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ დედამიწის გადახრილობით.

როდესაც დედამიწის ჩრდილოეთით ზაფხულია, ამდროს სამხრეთით ზამთარია და პირიქით. დედამიწა მზის გარშემო ელიფსზე ბრუნავს და ხან უახლოვდება მას ხან შორდება, მაგრამ მცირედად და ამას კლიმატზე დიდი გავლენა არ აქვს. მეტიც, ჩვენთან ზამთარში მით უმეტეს იანვარში დედამიწა ყველაზე ახლოსაა მზესთან

ასევე განვიხილოთ, როგორ ჩანან ჩვენი მზის სისტემის პლანეტები ცაზე.დედამიწამდე პლანეტები, ვენერა და მერკური მზის გამო არ ჩანან ცაზე, მხოლოდ მზის ამოსვლის ან ჩასვლის დროს შეიძლება მათი დანახვა. დედამიწის შემდგომი პლანეტების დანახვა ტელესკობით შესაძლებელია. ისინი მოძრაობენ აღმოსავლეთისკენ და თითქოს “უცნაური ტრაექტორიით, როგორც ქვემოთ ნახავთ სურათზე.

მარსის ტრაექტორია ცაზე

გამოვყოთ ასტრონომიული გავლენები კლიმატზე:

  1. დედამიწის ორბიტის ცვლილება მზის გარშემო დაახლოებით 100,000 წელიწადში ერთხელ
  2. პრეცესია 26,000 წელიწადში ერთხელ
  3. დედამიწის დახრილობა

ყველა ეს ცვლილება შეიძლება იწვევდეს გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს, როგორიცაა გამყინვარებები.  მაგალითად გიფიქრიათ რა კლიმატი გვექნებოდა დედამიწა 23,5-ის მაგივრად 90 გრადუსით რომ ყოფილიყო გადახრილი?

Tagged: , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading ცა at UchUniversity.

meta

%d bloggers like this: