ანეკდოტები ფიზიკოსებსა და მეცნიერებზე :)

იანვარი 20, 2011 § დატოვე კომენტარი

რომ არა ის, ისევ ნიუტონი იქნებოდა ეხლა მაგარი :)

 

თავდაპირველად დავიწყოთ ანეკდოტებით :)

  1. სტუდენტი დაინახავს აინშტაინს მატარებელში და ეკითხება: უკაცრავად ბატონო, ნიუ იორკი ჩერდება ამ მატარებელთან?
  2. რა განსხვავებაა ინჟინერს, მათემატიკოსსა და ფიზიკოსს შორის?
    თუ  ინჟინერი შევა ოთახში და დაინახავს, რომ ცეცხლი უკიდია შუაში იატაკს და წყლით სავსე ბოთლი დევს კუთხეში, აიღებს წყალს, მოასხავს და ჩააქრობს.                                                                                                                                                                       თუ ფიზიკოსი შევა და დაინახავს იგივე სიტუაციას, წყალს მოასხავს ცეცხლის გარშემო და დააკვირდება, როგორ ჩაქრება თავისით. თუ მათემატიკოსი შევა ოთახში და დაინახავს ცეცხლს ოთახის შუაში და წყალს კუთხეში, როცა კი დარწმუნდება, რომ ეს ამოცანა ამოხსნადია გაიხურავს კარებს და გატრიალდებს.
  3. ფიზიკოსს, კომპიუტერის მეცნიერს და მათემატიკოსს დაევალათ გამოეთვალათ რამდენია 2+2… ფიზიკოსი ააგებს მოდელებს რთულ კონსტრუქციებს ლაბორატორიაში, შემდეგ ჩაატარებს ურთულეს გამოთვლებს და მიიღებს 3,999998 და ამბობს, რომ გაზომვების დროს რა თქმა უნდა ცდომილებები იქნებოდა… კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი დაწერს 37 გვერდიან პროგრამას c++-ზე, რომლითაც გამოითვლის 4,000002  და თან ურთავს, რომ ორიბით სისტემაში გადასვლისას და შემდეგ ისევ უკან, შესაძლოა გამოთვლები აირია… მათემატიკოსი ჩაეფლობა თავის წიგნებსა და რვეულებში, წერს და ითვლის ურთულეს ამოცანებს და განტოლებებს და 2 წლის შემდეგ დაამტკიცებს რომ მოცემულ ამოცანას აქვს მხოლოდ ერთი ამონახსნი და ის გამოთვლადია.
  4. ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ბიოლოგისტი მისეირნობენ გზაზე და დაინახავენ ფერმერს, რომელიც ქათამს ჩასქერს და მოსთქვამს. პროფესორები მივლენ და იკითხავენ თუ რა ხდება. როგორც აღმოჩნდა ქათამი ავად იყო და ფერმერიც დახმარებას სთხოვს მათ,როდესაც გაიგებს მათი პროფესორობის ამბავს. ბიოლოგისტი აიყვანს ქათამს, შეამოწმებს ბუმბულებს, ნისკარტს და ასე შემდეგ და მაინც იტყვის რომ ვერ განკურნავს. ქიმიკოსი აიღებს მისი სისხლის ანალიზსს და ასე შემდეგ და ისიც ამბობს,რომ ვერაფრით უშველის. ფიზიკოსი კი დააკვირდება ქათამს აყვანის და პირდაპირი შემოწმების გარეშე, და რვეულში ცოტა ანგარიშის შემდეგ დაასკვნის, რომ მას შეუძლია განკურნოს ქათამი, მაგრამ მისი გამოთვლები მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ ქათამი ვაკუუმშია და თანაც მრგვალი.
  5. ექსპერიმენტატორი მონაცემების აღების შემდეგ შევარდება თეორეტიკოსის ოთახში მონაცემთა ფურცლის ფრიალით. -ბატონო აი პირველადი მონაცემები ჩატარებული ექსპერიმენტიდან. -“ოო, ესე იგი აქ მრუდი ამოზნექილია?”. თეორეტიკოსი დახედავს ფოტოებს და გააგრძელებს: -“ზუსტად ეს შედეგი უნდა მიგვეღო კიდეც. ამის მიზეზი კი ისაა, რომ”… (და ის დაიწყებს დიდ ახნსა-განმარტებებს).. შუაში ექსპერიმნტატორი უცბათ შეაჩერებს და ეუბნება- “უკაცრავად ფოტო უკუღმად მომიციაო” – “აა, აქ ჩაზნექილობა გვაქვს?” სწორედ ამას მოველოდი და ეს შედეგი მართლაც კარგია. აი რატომ, ეხლავე აგიხნსნით…

ის თურმე ფიზიკოსია :)

 

ეს კიდევ ერთი ამბავი მეცნიერებზე :)

ბიოლოგი: მე ვსწავლობ ცხოვრების პრინციპებს.

ფსიქოლოგი: შენ ცხოვრების პრინციპები გაკონტროლებენ

ბიზნესმენი: ჩემ ბიზნესს აქვს ძალა აკონტროლოს ეკონომიკა

ეკონომისტი ეკონომიკას აქვს ძალა აკონტროლოს შენი ბიზნესი

ინჟინერი: ჩემი ფორმულები არის სამყაროს მოდელი

ფიზიკოსი: სამყარო არის ჩემი ფორმულების მოდელირება.

მათემატიკოსი: მე არ მადარდებს.

სხვებსაც შემოგთავაზებთ მალე. რთულია ამოარჩიო ისეთები, სხვებმაც, რომ გაიგონ :) არადა ბევრი კარგი ისტორია და ანეკდოტია, მხოლოდ ფიზიკოსი რომ მიხვდება :)

Tagged: , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading ანეკდოტები ფიზიკოსებსა და მეცნიერებზე :) at UchUniversity.

meta

%d bloggers like this: