უნდა იცოდეს ფიზიკა მანქანის მძღოლმაც კი?

იანვარი 15, 2011 § დატოვე კომენტარი

წარმოიდგინეთ მძღოლი. დიდი, სატვრთო მანქანის მძღოლი, რომელიც გადამზიდავად მუშაობს და ერთი პუნქტიდან მეორეში, თავისი მანქანით გადააქვს საწვავი.  ახლა ვაპირებ ვისაუბრო იმაზე თუ, რატომ არის საჭირო ასეთი მძღოლისთვისაც კი ფიზიკის ცოდნა და ქვემოთ ერთი რეალური მაგალითით დავამტკიცო ეს ზემოთ ხსენებული დებულება.

მაშ ასე,  ფიზიკის წიგნში, თერმოდინამიკის განყოფილებაში, შემხვდა ასეთი ამოცანა, რომელსაც ახლა ზუსტად გეტყვით თავის ამოხსნით და შემდეგ გავაანალიზოთ.

ამოცანა: ნუ ამოცანაში წერია ლას ვეგასი, მაგრამ ჩვენ მაგალითში დავუშვათ ამ მძღოლს მოაქვს საწვავი ბაქოდან თბილისში. ესე იგი, ერთ ცხელ დღეს ბაქოდან ამ მძღოლმა თავის კონტეინერში ჩატვირთა 40 000 ლიტრი დიზელი და წამოიღო თბილისში სადაც ტემპერატურა იყო 20 კელვინით ნაკლები. რამდენ ლიტრს მოიტანდა ის თბილისში?   დიზელის მუცულობის გაფართოების კოეფიციენტი არის 9,5 გამრავლებული 10^-4 – ზე.

ამოხსნა: მუცულობის გაფართოების ფურმულა ამ შემთხვევაში გამოგვადგება.  სადაც b გაფართოების კოეფიციენტია. v ნოლი საწყისი მოცულობა და დელტა T ტემპერატურის ცვლილება. ანუ,  მოცულობა ტემპერატურის პირდაპირპროპორციულია. ჩვენ შემთხვევაში ტემპერატურა შემცირდა, ესე იგი, შემცირდება მოცულობაც.

ახლა კი ფორმულაში ჩავსვათ შესაბამისი სიდიდეები და დელტაV=(9,5)(10^-4)(40 000ლ)(-20კ)=-760ლ

ანუ 40 000 – 760= 39  240 ლიტრი მიუტანია მძღოლს დანიშნულების ადგილამდე.

მაშ ასე, მეორე კითხვა (არაამოცანის) ვინ იხდის დაკარგული დიზელის ფულს თქვენი აზრით? :)

ახლა ცოტა ეკონომიკას და მცირე მათემატიკურ გამოთვლებს მოვუხმოთ. დავუშვათ, მძღოლმა იყიდა 1 ლარად დიზელი ბაქოში და საქართველოში კომპანიებს აბარებდა 1,25 ლარად. მაშინ იყიდიდა 40000 ლარად და გაყიდდა 50000 ლარად, ეკონომიკიდან კი ვიდით, რომ მოგება შემოსავალს გამოკლებული ხარჯია, რაც ამ შემთხვევაში მძღოლისთვის 50 000-40 000=10 000 ლარია. ერთი მგზავრობისთვის საკმაოდ დიდი მოგება გამოგვივიდა, მაგრამ არაუშავს მთავარი სულ სხვა აზრია ახლა( თუმცა არაა გათვალისწინებული მგზავრობის და საწვავის ხაჯები)

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც მძღოლმა გაყიდა ბენზინი მოგება არა 50 000 არამედ ნაკლები იქნებოდა დაკლებული ლიტრისთვის. მოგება = (39 240)(1.25)=49 050 აქედან ჩანს, რომ მძღოლის მოგება თითქმის 1 000 ლარით შემცირდა სულ რაღაც 20 გრადუსი ტემპერატურის ცვლილებისათვის.

აქედან ჩანს, რომ მძღოლმა უნდა იცოდეს ცოტა თერმოდინამიკა, რომ გაითვალისწინოს დანახარჯებში. ახალ უფრო მეტი კონცენტრაციას მოვუხმოთ და წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა. ვთქვათ, ბაზარზე წონასწორული ფასი ისეთია რომ მძღოლს მოგება რჩებოდა ერთ მგზავრობაში 1000 ლარი, რაც გამოითვალა და ამითაც კმაყოფილმა გადაწყვიტა ამ ბიზნესში ჩართვა და არ გაითვალისწინა ფიზიკის მიერ მოცემული დანაკარგები. მაშინ გახარებული მძღოლი, რომ გაყიდდა საწვავს და ოჯახს გაახარებდა 1 000 ლარიანი ასეთი სწრაფი შემოსავლით, გაწბილდება. რა თქმა უნდა შემდეგ დაინტერესდება სად გაქრა 800 ლიტრამდე ბენზინი და გაკითხვის შემდეგ მიაგნებს პასუხსს, ალბათ.

მოგეხსენებათ მძღოლობა არც ისე პოპულარულია და არც უნივერსიტეტში 10 წელს სწავლობს ვინმე რომ ბოლოს მძღოლი გახდეს და მეტიც, უმეტესობა მძღოლების ისეთი ადამიანები არიან ვინც სკოლაშიც კი არ სწავლობდნენ. მძღოლობისთვის უბრალოდ მართვის მოწმობაა საჭირო და რეალურად არსაიდან არ ეცოდინება არცერთს ეს ყველაფერი, თუ არ გავითვალისწინებთ იმას რომ ქვეყანაში უმუშვრობის გამო ფიზიკოსიც კი შეიძლება გახდეს მძღოლი.

რომ შევაჯამოთ და ანალიზი გავუკეთოთ ამ ყველაფერს ვიფიქროთ ასე, თუ ერთი უბრალო მძღოლს სჭირდება ფიზიკის ამ ფორმულის ცოდნა, რომ სავარაუდო დანაკარგი გამოთვალოს, ასევე გაითვალისწინოს ეკონომიკური მდგომარეობა მიწოდება, მოთხოვნა, სავარაუდო ფასები და ამდენი რამ ითვალოს, მაშინ მგონი აღარ უნდა იყოს საჭირო იმის ახსნა, რომ ეკონომისტებს უდაოდ დასჭირდებათ რაღაც ცოდნა ფიზიკის და მეცნიერების(ამის მაგალითებსაც გეტყვით  სხვა დროს). აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მათემატიკაც საჭიროა და ნებისმიერ კომპანიის მეთაურს უდაოდ უნდა ერჩივნოს მათემატიკოსის აყვანა ეკონომიკოსად ვიდრე ეკონომისტის, ნუ რა თქმა უნდა არა კონკრეტულ სპეციალობებზე, მაგალითად ბუღალტერი, არამედ ანალიტიკოსად, ბაზრის მკვლევარად და ა.შ.

სწორედ ამიტომაა მთელ მსოფლიოში პრობლემა, რომ არიან ისეთი კომპანიები ვინც ამას ხვდებიან და მეცნიერების სტუდენტებს სთავაზობენ იმაზე ბევრად მეტ ხელფასს ვიდრე მკვლევარობის დროს ექნებოდათ და ხშირად დოქტორის ხარისხის მფლობელი ფიზიკოსიც კი ამჯობინებს ლაბორატორიაში კირკიტს ბანკში ინფორმაციების ანალიზსს. ერთში მეტი ფულია მეორეში კი საინტერესო ამბები და რეალური ცხოვრება, არჩევანი თქვენზე. ეს უკვე სხვა თემაა და შემდეგში განვიხილოთ, მე კი გირჩევთ ისწავლოთ ფიზიკა და იფიქრეთ მძღოლზე :)

Tagged: , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading უნდა იცოდეს ფიზიკა მანქანის მძღოლმაც კი? at UchUniversity.

meta

%d bloggers like this: