რომ ჩვენ სამყაროში სულ 4 ფუნდამენტური ძალაა

ივლისი 18, 2010 § დატოვე კომენტარი

 მაშ ასე, სამყაროში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არის სულ 4 სახის ძალა, ურთიერთქმედება ანუ.

 ესენია: გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი ანუ ბირთვული ძალა და უკანასკნელია სუსტი.

გრავიტაცია-  ყველა კარგად ვიცნობთ და შევიგრძნობთ ყოველთვის. ეს ის ძალაა რაც გვაკავებს დედამიწაზე და გვიზიდავს 9,8 მ/წმ2 აჩქარებით.(თუმცა ეს მნიშვნელობა სხვადასხვაა დედამიწის სხვადასხვა განედზე)  გრავიტაცია, როგორც ურთიერთქმედი ძალა ჩამოყალიბდა ისააკ ნიუტონის მიერ, რომელმაც შეისწავლა და მოგვცა მსოფ. მიზიდულობის კანონი, რაც იყო მიღწევა იმ მხრივ რომ დადგინდა, რომ მთვარის მოძრაობა დედამიწის ირგვლივ და სხეულის ვარდნა დედამიწაზე იყო ერთი და იგივე.

    გრავიტაცია არის ყველაზე სუსტი ურთიერთქმედება ოთხს შორის, მაგრამ ის მნიშვნელოვანია მაკროსკოპული ობიექტებისთვის, ანუ ჩვენ რასაც “პირდაპირ ვუყურებთ”.

ნიუტონის შემდეგ ალბერტ აინშტაინის მიერ შემუშავებული ფარდობითობის თეორიის თანახმად შესწორება შევიდა გრავიტაციის ფორმულაში, უფრო განზოგადებულად და სრულყოფილად იქნა გააზრებული. ნიუტონის ფორმულა ისევ გამოიყენება, ოღონდ ისეთი ობიექტებისთვის რომელთა სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე ბევრად მცირეა.

გრავიტაციაზე კიდევ შეიძლება ითქვას ის, რომ ის,როგორც ასევე ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება მოქმედებს უსასრულოდ სამყაროში,განსხვავებით ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედებებისგან.

მცირე მასებისთვის გრავიტაციული ურთიერთქმედება იმდენად მცირეა, რომ შეიძლება მათი უარყოფა.

გრავიტაცია ერთადერთი ურთიერთქმედებაა, რომელიც ყველაფერს ახასიათებს რასაც აქვს მასა.

გრავიტაცია ყოველთვის იზიდავს და არასდროს განიზიდავს. ის არ იცვლება რაიმე ჩარევის შედეგად.

ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ხდება დამუხტულ ნაწილაკებს შორის. ის ბევრად ძლიერია გრავიტაციასთან შედარებით. მაგალითად რომ არა ელექტრული მიზიდვა ატომში დადებითად დამუხტულ ბირთვსა და მის გარშემო მოძრავ ელექტრონს შორის, ატომი უეჭველად დაიშლებოდა მხოლოდ გრავიტაციული მიზიდვის შემყურე. ელექტრობა და მაგნეტიზმი, მე-19 საუკუნემდე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როგორც ერთი ფუნდამენტის მქონე ურთიერთქმედება.

  ელექტომაგნიტური ურთიერთქმედების დამსახურება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანია და თეორია მისი ახსნისა გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ტელევიზორი, კომპიუტერი და ასე შემდეგ..

 ასევე ელექტრომაგნეტიზმის დამსახურებაა, რომ გვაქვს სინათლე, , თუნდაც მხოლოდ დენის ხარჯზე არა, ასევე მზის, გვაქვს რადიო გამოსხივება და გვაქვს ულტრაიისფერი სხივები. ყველა მათგანი წარმოიშობა ელექტრომაგნეტიზმის დამსხურებით, მაგნიტური და ელექტრული მუხტების ცვლილებით, რაც იწვევს ელექტრომაგნიტური ტალღის გაჩენას.

   განსხვავევა ინფრაწითელ, რადიო, ულტრაიისფერ სხივებს და სინათლეს შორის, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს მხოლოდ იმაშია, რომ განსხვავდება ელექტრომაგნიტური ტალღის სიგრძე.

   კლასიკური ელექტრო-მაგნეტიზმისგან განსხვავებით ახლანდელ კვანტურ მექანიკას უფრო სრულყოფილად აქვს შესწავლილი ეს მოვლენა. უკვე აინშტაინის შემდეგ ცნობილი გახდა რომ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების შედეგად ჩნდებოდა სინათლე რაც ვრცელდებოდა ეგრედწოდებული უმასო ნაწილაკების კვანტების შედეგად, რასაც ახლა ფოტონებს ეძახიან.

ძლიერი  ანუ ბირთვული  ურთიერთქმედება მხოლოდ ხდება ატომის ბირთვებში. ანუ პროტონებს და ნეიტრონებს იზიდავს ერთმენეთთან და აკავებს ერთად. ძლიერი ურთიერთქმედება,ისევე როგორც სუსტი სრულიად განსხვავდებ გრავიტაციისა და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებისგან. ბირთვული ძალები დაახლოებით 100-ჯერ აღემატება ელექტრომაგნიტურ ძალებს.

ბირთვული ძალების შედეგად ხდება ბირთვული ბომბების აფეთქება რაც იწვევს დიდი ენერგიის გამოთავისუფლებას, რადგან ის ყველაზე ძლიერია სამყაროში.

  ბირთვული ურთიერთქმედების შესწავლა საჭირო გახდა მას შემდეგ რაც 1908 წლის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს ატომის ბირთვს შიგნითაც ჩახედვა..ვერც ელექტრომაგნიტური ვერც გრავიტაციული ურთიერთქმედება ვერ ხსნიდა რა აკავებდა ბირთვში პროტონებსა და ნეიტრონებს ერთად.

 ასევე ძლიერი ურთიერთქმედება ხსნის  კიდევ უფრო მცირე მანძილებზე ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთ მიზიდვას, როგორებიცაა მაგალითად კვარკები. რომლებისგანაც შედგება ბირთვალები ატომში.

 სუსტი ურთიერთქმედება ვლინედება კიდევ უფრო ელემენტარულ ნაწილაკებში. ის ბევრად სუსტია ძლიერ ურთიერთქმედებასთან შედარებით, მაგრამ აქვს მაინც უდიდესი მნიშვნელობა რადგან ხელს უწყობს ნაწილაკების გარდაქმნას.

სუსტი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება  დღესდღეითობით ცნობილია, რომ არის ერთი ფუნდამენტური ურთიერთქმედების ელექტროსუსტი ურთიერთქმედების შედეგი და განიყოფიან მხოლოდ დაბალ ენერგიებზე.

Tagged: , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading რომ ჩვენ სამყაროში სულ 4 ფუნდამენტური ძალაა at UchUniversity.

meta

%d bloggers like this: