should
December 15th, 2011 § 1 Comment
‘should’ გამოიყენება როდესაც რჩევას ვიძლევით.მაგალითად:
- you should see a doctor. შენ უნდა ნახო ექიმი. ან, გირჩევ ნახო ექიმი.
- you should speak to her about your feelings. მას უნდა ელაპარაკო შენი გრძნობების შესახებ.
- you should read this chapter careful . გირჩევ ყურადღებით წაიკითხო ეს თავი.
‘should’ ასევე გამოიყენება საკუთარი აზრის, რეკომენდაციის გამოსახატავად.როდესაც ვაფიქსირებთ საკუთარ წინადადებას, თუ ვინ როგორ ან რანაირად უნდა მოიქცეს მაგალითად და რა უნდა გააკეთოს, ოღონდ must და have to -სგან განსხვავებით ეს შედარებით რბილი ფორმაა. მაგალითად:
- they should do something about this.მათ რამე უნდა მოიმოქმედონ ამის შესახებ.
- we should invest in more in Physics and electronic engineering for better technological improvements. ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ ფიზიკასა და ელექტრონულ ინჟინერიაში უკეთესი ტექნოლოგიური მიღწევებისთვის.
- I think you should be more enthusiastic in school. ვფიქრობ, რომ მეტი ენთუსიაზმით სავსე უნდა იყო სკოლაში.
ატომი
July 22nd, 2011 § 20 Comments
ეს არის პირველი გაკვეთილი ქიმიაში და საკმაოდ ადვილი.ასევე შემდგომი გაკვეთილებიც რა თქმა უნდა. ზოგადად, თუ მკითხავთ, ჩემი აზრით ქიმია უფრო დააინტერესებს ბევრს, ისეთსაც ვისაც სკოლაში ან უნივერსიტეტში არ აქვს სასწავლი და ამიტომ არ უნდა აქედან რამის სწავლა :)
ეს იმიტომ, რომ ქიმია თავიდანვე იწყება ადვილად ისეთ საკითხებზე რასაც ასე თუ ისე ხედავთ ყოველდღიურად, მაგალითად: ნივთიერებები, მათ შორის ურთიერთქმედებები და ასე შემდეგ. აქ არ არის საჭირო რაიმე დიდი მათემატიკის ცოდნა, რაც მაგალითად ფიზიკაში აუცილებლად საჭიროა. ფიზიკა ბევრად უფრო დიდ და საინტერესო საკითხებს მოიცავს ვიდრე ქიმია და კიდევ უფრო მეტის მიღწევას ცდილობს, მაგრამ ჯერ “რაღაცეები” თუ არ ისწავლე მანამდე, ისე ვერაფერს გაიგებ.
ქიმიაში კი მარტივად გაიგებთ ატომის ზომიდან მოლეკულებამდე ყველაფერს. როგორ ურთიერთქმედებენ ატომები, როგორ წარმოქმნიან სხვადასხვა ნივთიერებებს,შემდგომ ნივთიერებებიც როგორი პროცესებით კავშირდებიან ერთმანეთთან და ასე შემდეგ…


